Friday, 26 June 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადიკითხვები
´  რატომ არის ტელევიზია მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
´  როგორია ტელეგმირების როლი საზოგადოების შეხედულებების ჩამოყალიბებაში?

თემატური კითხვები
´  როგორ ასახავენ თანამედროვე საზოგადოებას პოპულარული ტელეგმირები?
´  როგორ შეცვალა თანამედროვე საზოგადოება ტელევიზიამ?
´  როგორ აისახება ჩვენი ცხოვრება და კულტურა ტელეგადაცემებში?
´  რას სწავლობთ პოპულარული ტელეგმირებისაგან?

შინაარსობრივი კითხვები
´  როდის და ვის გამოიგონა ტელევიზორი?
´  რა იყო პირველი გამოსახულება?
´  რომელი იყო პირველი სატელევიზიო სადგური?
´  როდის გაჩნდა პირველი ფერადი ტელევიზორები?
´  რა გავლენა იქონია პირველმა ფერადმა სატელევიზო გადაცემებმა?
´  რა ჟანრის გადაცემები იცით?
´  რომელ გადაცემებს უყურებთ?
´  რომელი სატელევიზიო გმირები მოგწონთ?


დღე III


III დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე. ჯგუფებში შევარჩიეთ ერთი პროექტი, მოვიფიქრეთ კითხვები და გავაკეთეთ პრეზენტაცია აუდიტორიაში. 
ბლოგზე დავამატეთ გვერდები - ჩემს შესახებ, ფოტოალბომი, რომლებსაც შემდეგ შევავსებთ შესაბამისი მასალით. ასევე გავიმეორეთ ბუკლეტის აწყობა.

დღევანდელი დავალება- შევავსოთ გეგმის შაბლონი.

Wednesday, 24 June 2015

დღე II

II დღეს შევქმენით ახალი ბლოგი,გამოვაქვეყნეთ კომენტარები თანამშრომლების ბლოგებზე, შევცვალეთ დიზაინიც. შევქმენით ახალი სტატია და ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე. სტატიის გამოცემისთვის შევარჩიეთ ბროშურა.განვსაზღვრეთ ჩვენი სამიზნე ჯგუფები.
ჩემს სამიზნე ჯგუფად ავირჩიე მოსწავლეები,ვინც იქნება ჩართული ამ პროექტში. ამ ბროშურის მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება.
დღის ბოლოს ახალი დავალებაც მივიღეთ:  დავამუშაოთ ჩექლისთი და მოვამზადოთ სტატიები, რომლებსაც განვათავსებთ ბროშურაში მომდევნო ტრენინგზე. 

დღე I

I ტრენინგის რეფლექსია

I დღეს გავეცანით ჩვენს ტრენერს - გიორგი არავიაშვილს, რომელმაც წარმოგვიდგინა ინტელის ახალი კურსი. გავეცანით სახელმძღვანელოს სტრუქტურას.კურსი მოიცავს 8 მოდულს.
ასევე ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე სწავლების პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა შესაფასებლად. განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა და წარვადგინეთ აუდიტორიაში.
დღის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალებაც- მოვიფიქროთ ჩვენი პროექტის სათაური და ჩამოვაყალიბოთ პროექტის შინაარსი და მიზნები.
I დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოვიდა:)